სამართალი
შს სამინისტროს თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს მოსავლის უსაფრთხოდ აღებაში ეხმარებიან

     საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ზემო სობისში, ბერშუეთში, კნოლევში, ატოცში, ორჭოსანში, დვანში და სხვა მიმდებარე სოფლებში ადგილობრივებს მოსავლის უსაფრთხოდ აღებაში ეხმარებიან.
ადგილობრივი მცხოვრებთა მიერ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების დამუშავება და მოსავლის აღება პოლიციის დაცვის ქვეშ მიმდინარეობს.