აქტუალური
დადასტურდა, რომ ბრალდებული ნამდვილად ამზადებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა - პროკურორი

    საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმე საქალაქო სასამართლოში ნივთმტკიცებების წარმოდგენით გაგრძელდა. ბრალდების მხარემ მომწამვლელი ნივთიერება და ის იარაღი წარმოადგინა, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოიღეს.
პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე გამოიკვლიეს ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დეკანოზ მამალაძის გადაადგილებას უკავშირდება და ამ მტკიცებულებიდან ჩანს, რომ გარკვეული თანხა გადაუხადა გარკვეულ ადამიანს, თუმცა, რა შეიძინა ამ თანხით, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით კი, აღნიშნული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს დეკანოზის ბრალეულობას.