სამართალი
"ბავშვთა სამყაროს" დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გირაოთი გაათავისუფლეს

    საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლე რომან ხორავამ დაკავებულების მიმალვის საფრთხე ვერ დაინახა და ჩათვალა, რომ მათი გათავისუფლება სასამართლო პროცესს ხელს არ შეუშლიდა.
ბრალი, რომელიც გიორგი მაჭავარიანს წარედგინა, ხანძრიდან 3 თვის შემდეგ გაკეთებული ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა. თუმცა სასამართლოს კიდევ ერთი დოკუმენტის განხილვა მოუწევს. დილიდან კი პროკურატურასთან მაჭავარიანის მხარდამჭერებისა და „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეების აქცია პარალელურად მიმდინარეობდა. დაკავებულების ახლობლები და იურისტები მაჭავარიანის გათავისუფლებას და რეალური დამნაშავის დაკავებას ითხოვდნენ. დაზარალებული მოვაჭრეების მოთხოვნა კი სხვა დამნაშავეების დასჯა და ზარალის ანაზღაურება იყო. გიორგი მაჭავარიანისა და მალხაზ თევზაძის მომდევნო სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს გაიმართება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.