რედაქტორისგან
სოროსი რუსი ტურისტების წინააღმდეგია?! რუსეთში კვირიკაშვილის განცხადებას ელოდებიან! არნო ხიდირბეგიშვილის სამი შეკითხვა პრემიერ-მინისტრს

    შეკითხვა №1
ბატონო პრემიერ-მინისტრო!
ტურიზმი კვლავაც რჩება მთავრობის პრიორიტეტად და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ. წელს საქართველოს უკვე ეწვია ტურისტების რეკორდული რაოდენობა, თუმცა ჯერ გაგანია საზაფხულო ტურისტული სეზონია.
მაგრამ ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელთა უმეტესობა რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებია, საქართველოს მტრებს არ მოსწონთ, იმიტომ, რომ ეს აძლიერებს საქართველოს ეკონომიკას, უფრო მეტად დამოუკიდებელს ხდის მას დასავლური კრედიტებისა და გრანტებისაგან.
იცით თუ არა, რომ 2017 წლის 9 ივლისს ვებგვერდზე Manifest.ge გამოქვეყნდა პეტიცია, რომელიც მოუწოდებს, დაავალდებულონ რუსი ტურისტები, საქართველოში შემოსვლისას ხელი მოაწერონ დოკუმენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ? „ეს აშკარა სიგნალი იქნება ყველასთვის, რომ რუსი ტურისტების დაშვების პრინციპები შეიცვალა და ტურისტები არიან ადამიანები, რომლებიც არ იზიარებენ მტრული აგრესორის იდეოლოგიას“, - აცხადებენ პეტიციის ავტორები, რომელთა ჩანაფიქრით, ტურისტები, რომლებიც ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, საქართველოს საზღვარს ვერ გადმოლახავენ.
რუსეთის მოქალაქეები ძალზე შეაფიქრიანა მედიაში გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ, ხოლო რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის პრესმდივანი ირინა ტიურინა სამართლიანად შიშობს, რომ ქვეყანაში შესვლისას პოლიტიკური შინაარსის ქაღალდის ხელმოწერის აუცილებლობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადზე: „ტურისტების უმეტესობას არ აინტერესებს პოლიტიკა, ბევრს არც კი გაუგია რაიმე ტერიტორიული უთანხმოების შესახებ. საქართველო ნოსტალგიური მიმართულებაა, იქ მიემგზავრებიან დასასვენებლად, ფულის დასახარჯად, ზღვაში საბანაოდ, მთებში გასასეირნებლად, ღვინის დასალევად, ქართული ყველის და მწვადის დასაგემოვნებლად. და უცებ ამ ხალხს ეუბნებიან - თუ ხელს არ მოაწერთ, ქვეყანაში არ შეგიშვებენო! ისინი, უბრალოდ, აღარ წამოვლენ და მორჩა! მათ შორის, იმის შიშითაც - სად, როდის და როგორ კონტექსტში შეიძლება წამოყოს თავი საქართველოში შესვლისას გაკეთებულმა მათმა ხელმოწერამ“, - განაცხადა ტიურინამ.
ბატონო პრემიერ-მინისტრო!
პეტიციის ავტორებმა ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს, თუმცა სანდო წყაროებისაგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ინიციატორია სოროსის ფონდის ფილიალი საქართველოში, ხოლო ხელისმომწერები, რომელთა რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს, არიან საქართველოში სოროსის მიერ დაფინანსებული მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების (NJO) წევრები.
ხომ არ აპირებთ განცხადების გაკეთებას, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენი მთავრობის სრულ უთანაზიარობას ამ პროვოკაციასა და ეკონომიკურ დივერსიაში საქართველოს წინააღმდეგ? რუსეთში თქვენს განცხადებას ელოდებიან, ბატონო გიორგი, ის რუსეთის მოქალაქეებს - ვენს პოტენციურ ტურისტებს დაამშვიდებს.
შეკითხვა №2
ბატონო პრემიერ-მინისტრო!
ბოლო ხანებში თქვენი განცხადებები - ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, ქართული მიწების უხცოელებზე გაყიდვის დაუშვებლობის, არალეგალი კრიმინალი მიგრანტების, საქართველოში კლასიკური გაგებით სეკულარიზმის უადგილობის თაობაზე - სრულად პასუხობენ ქართველი ხალხის ინტერესებს. სწორედ ამგვარი პატრიოტული პოზიციისათვის გადააყენეს თქვენი წინამორბედი - ირაკლი ღარიბაშვილი...
თქვენ მორწმუნე ბრძანდებით და ამიტომაც იცავთ იესო ქრისტეს ერთ-ერთ უმთავრეს მცნებას - „გიყვარდეს მტერი შენი...“ (მათე, 5:43-45). მაგრამ შეიყვარებთ კი პოლიტიკურ მტერს, რომელსაც უკვე აღარ აკმაყოფილებს ოპოზიციურ პარლამენტარად ყოფნა და ამბიცია აქვს მთელ ძალაუფლებაზე ქვეყანაში, და ამასთან, უკიდურესად ამორალური პიროვნებაა, მაგალითად - პედოფილი?
ბატონო პრემიერ-მინისტრო!
ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ პროკურატურაში ინახება სააკაშვილის მითითებით ფარულად გაკეთებული ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც გიგა ბოკერია თავისი მეუღლის თანდასწრებით გარყვნილებას ეწევა არასრულწლოვნებთან, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია? ჩემთვის, ასევე, ცნობილი გახდა, რომ მოზარდებთან მსგავს სექსუალურ გარყვნილებაში  მხილებული იყო პარტია „ევროპული საქართველოს“ მეორე ლიდერიც - გივი თარგამაძე.
ვიცი, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ამ მტკიცებულებებს არ გამოაქვეყნებს, მაგრამ მიზანშეწონილად ხომ არ მიგაჩნიათ თუნდაც საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადება, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს ამ აღმაშფოთებელ ფაქტებს?
განა სულ ახლახანს საქართველოში ამგვარი ფაქტების გამო არ დააპატიმრეს და გაასამართლეს ორი არაბი მიგრანტი და ირანის მოქალაქე? პოლიტიკოსის სახეზე უკვე აღარაფერს ვამბობ - როგორც თქვენთვის ცნობილია, აშშ-ში თეთრი სახლის სტაჟიორ მონიკა ლევინსკისთან ორალური სექსისათვის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა კინაღამ პრეზიდენტის სავარძელი დაკარგა...
ბატონო გიორგი, მთავარი პროკურორის ზემოხსენებული განცხადება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევა, არამედ ეს იქნება პრევენცია, რომლის მიზანია, დაიცვას ქართველი ხალხი უღირსი პოლიტიკოსებისაგან, რომლებსაც თავხედობა ყოფნით, აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობებს ჩაუდგნენ სათავეში!
შეკითხვა №3
ბატონო პრემიერ-მინისტრო!
ამ შეკითხვით გასულ კვირას უკვე მივმართე შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ მღებრიშვილს. დაბეჯითებით გთხოვთ, გამოხვიდეთ საკანონმდებლო ინიციატივით - პარლამენტში შეიტანოთ კანონპროექტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და შენახვის  შესახებ რეგულაციებში ცვლილების შეტანას გულისხმობს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს კანონი ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების სამუდამო უფლებას ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლებისა და პარლამენტარებისთვის. შედეგად დღეს იარაღის ტარების უფლება აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის დროს ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ათასობით ბოროტმოქმედს და პარლამენტარებს, რომლებიც, სადაც სამართალია, პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა ისხდნენ. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს პარლამენტის წევრი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოთარ კახიძე.
სხვათა შორის, 2017 წლის 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე აქციის დროს მარტო კახიძე როდი იყო შეიარაღებული - მსვლელობისას პარტია „ევროპული საქართველოს“ რიგებში მოაბიჯებდა ეგრეთ წოდებული „ზონდერების“ - ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების შეიარაღებული ჯგუფი, რომლებიც, როგორც ამბობენ, მზად იყვნენ, ხალხისთვის ესროლათ.
ბატონო პრემიერ-მინისტრო!
განაიარაღეთ დამნაშავეები ან შეაიარაღეთ ყველა მოქალაქე და ამისათვის მათ შესაბამისი ფასიანი ლიცენზიები დაურიგეთ, როგორც ეს აშშ-შია, რაც თქვენ, რაკი აშშ-ში გიცხოვრიათ, უჩემოდაც მოგეხსენებათ.
ღრმა პატივისცემით,
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 31 ივლისი
საქართველო, თბილისი
 

P.S. ველი თქვენს პასუხს ჩემს შეკითხვებზე.