აქტუალური
"ლომიამ მითხრა, შენ დღეს აუცილებლად მოგკლავთო" - ირაკლი ლატარია "პატრიოტთა ალიანსის" წევრს ადანაშაულებს

     საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ლატარია პარტიის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ლომიას მძიმე ბრალდებებს უყენებს და მას წამებაში ადანაშაულებს. ლატარიას განცხადებით, 2016 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ ის სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს, „პატრიოტთა ალიანსის“ ოფისში სკამზე დააბეს, რის შემდეგაც გიორგი ლომიამ სცემა. მიზეზი სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები იყო, რომელთა შინაარსს ირაკლი ლატარია კატეგორიულად უარყოფს.

"იმჟამინდელი უშიშროების სამსახურის უფროსი და ახლანდელი „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის ხელმძღვანელი გიორგი ლომია რამდენიმე წუთში მოვიდა ოფისში და ამათ უბრძანა - დროზე შეათრიეთ ეს ოთახში. როგორც კი შემიყვანეს ოთახში, გამზადებული იყო ერთი ცალი სკამი, იქ დამსვეს ძალით, შემდეგ გიორგიმ ჩემს უკან კამერები გაასწორა, მივიდა მონიტორთან, იქაც რაღაცები გაასწორა. შემდეგ მომიახლოვდა და მითხრა, რომ „შენ დღეს აუცილებლად მოგკლავთ, იმიტომ რომ შენ ჩვენ მიმართ გაქვს აგრესია და შენ ჩვენ გვაგინებ“ და დაიწყეს ცემა, პირველმა გიორგი ლომიამ“, - აცხადებს ირაკლი ლატარია.