აქტუალური
გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება - NDI

   საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 35%-ის აზრით კი, საქართველო საერთოდ არ იცვლება.

კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? - პასუხები ასე გადანაწილდა:

4% - ნამდვილად სწორად ვითარდება;

27% - ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება;

35% - საერთოდ არ იცვლება;

20% - ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება;

11% - ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ს საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევის დროს სულ 2261 ადამიანი გამოიკითხა.