საზოგადოება
საქართველო-დემოკრატიის დედა თუ მშობელი?!

Statue_of_Libertyაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გენდერული იდენტიფიკაცია -"დედა" და "მამა", თანამედროვე აშშ-ის რეალიებს არ ითვალისწინებს. აშშ-ში ერთსქესიანთა ოჯახები მომრავლდა, ამიტომ შტატებში მიიჩნევენ, რომ ამერიკელთა მთელმა თაობამ იმის გამო, რომ მათ "ორი მამა" ჰყავთ, თავი დაზარალებულად არ უნდა იგრძნოს.

ამის გამო 2011 წლის თებერვლიდან აშშ-ის სახლმწიფო დეპარტამენტი ოფიციალური დოკუმენტებიდან სიტყვებს – "დედა" და "მამა" ამოიღებს.

მათ ნაცვლად ოფიციალურ ანკეტებში სიტყვა "მშობელი №1" და "მშობელი № 2" ჩაიწერება.

 

წარსულში აშშ-ში არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია კრიმინალურ დანაშაულად ითვლებოდა, ხოლო 1970 წლამდე – ფსიქოლოგიურ გადახრად, რაც იძულებით მკურნალობას ითვალისწინებდა. 41 წლის მანძილზე არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებმა საზოგადოების ყველა ფენაში შეაღწიეს.

ამერიკელებისგან ქართველებს ჩვენმა მთავრობამ, ნებით თუ დაძალებით, მრავალი წეს-ჩვეულება გადმოგვაღებინა. თბილისის ქუჩებსაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტისა თუ გამოჩენილი დიპლომატის სახელები დავარქვით. თავისუფალი აზროვნების მქონე ამერიკელების მსგავსად, ბანაკებში ყოფნის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, აზიატ ქართულ ოჯახებში გაზრდილ გოგო-ბიჭებს ბუჩქებში განმარტოებისკენ თავად მოუწოდა.

გეი აღლუმი, რომელიც ქართველების დაჟინებული მოთხოვნისა და მუქარების ხარჯზე ვერ ჩატარდა და რომელზეც უამრავი ფული დაიხარჯა, სწორედ ამერიკელების ამ ახალი წამოწყების წინაპირობას ჰგავს. ქართველ ბავშვებს რამდენ ხანს ეყოლებათ დედ-მამა მშობელ #1-სა და შობელ #2-ის ნაცვლად ეს მხოლოდ ქართველებზეა დამოკიდებული. ჩვენი მთავრობა არც ამის წინააღმდეგი იქნება, ბოლო-ბოლო, სააკაშვილის განმარტებით, საქართველო ხომ დემოკრატიის დედაა.