უცხოეთი
თეირანს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში მონაწილეობა სურს

   საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ოფიციალურ თეირანს მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში მეტი ჩართულობა სურს. ამის შესახებ ირანელმა ექსპერტმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში ეხსან უშმანდმა განაცხადა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით გადაიჭრება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. სურვილი გვაქვს, რომ ირანს ამ კონფლიქტის დარეგულირებაში მეტად იყოს ჩართული, რათა კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების დაწყების აღკვეთის საშუალება ჰქონდეს“, - განაცხადა უშმანდმა.