საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ძალოვანი უწყებების ორ მაღალჩინოსანს - სასაზღვრო პოლიციის უფროსს დავით ნიკოლაიშვილსა და უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორს ოთარ კუპრაშვილს გიორგი მღებრიშვილმა უფლებამოსილება საგანგებო ბრიფინგზე შეუჩერა. მინისტრმა ჟურნალისტებს მუხთარლის საქმის გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა და განაცხადა, რომ ასობით მოწმის დაკითხვის, ათობით სათვალთვალო კამერის ჩანაწერების გაშიფვრის და საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენის გარემოებების დადგენა მაინც ვერ მოახერხეს.
აფგან მუხთარლის მეუღლე ამბობს, რომ ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლებას გამოძიების მსვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, პოლიციამ გატაცების საქმიდან თითქმის ყველა ფაქტი წაშალა და ეს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრიფინგის შემდეგ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას გიორგი მღებრიშვილის უწყება აღარ განაგრძობს. საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცა.