აქტუალური
ქუმსიშვილი: ოჯახს დაავადებულის კაზინოს შავ სიაში შეყვანის უფლება უნდა ჰქონდეს

    საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებით სათამაშო ბიზნესიდან შემოსავლები 400 %-ით გაიზარდა და 100 მილიონ ლარზე მეტს მიაღწია.
"ახალგაზრდებზე უნდა ვიზრუნოთ. ასაკი 18-დან 21 წლამდე აიწევს. ოჯახს ამით დაავადებულის შავ სიაში შეყვანის უფლება უნდა ჰქონდეს. ადმინისტრირება უფრო გამჭვირვალე გახდება. ყველა ტრანზაქცია ონლაინში ჩაერთვება", - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
ონლაინკაზინო ვალდებული იქნება, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინოს. აზარტული და მომგებიანი თამაშები ინტერნეტსივრცეში, შესაძლოა, შეიზღუდოს.