აქტუალური
"ქართველთა მარში" ჩვენი მტრის - რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, - მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პატრიოტებს კი ქსენოფობიაში ადანაშაულებს

    საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „ქართველთა მარშს” სოციალური ქსელით ეხმაურება. "რამდენიმე დღეა ვხედავთ, რომ საზოგადოება არის უკიდურესად გაღიზიანებული .. "ქართული მარშის" და მისი შედეგების გამო. მე სრულიად ვიზიარებ ამ ემოციას. არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია იყოს ქართული. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც უდიდესი და უძველესი კულტურა გვაქვს, დაფუძნებული შემწყნარებლობასა და ტოლერანტობაზე.

რა თქმა უნდა, თავისუფალი აზრის გამოხატვა ის ძირითადი უფლებაა, რომლის დაცვისკენაც ჩვენ მივისწრაფით, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, და რაც გვაკავშირებს დასავლურ ცივილიზაციასთან. თუმცა თავისუფალი აზრის გამოხატვა და თუნდაც სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა, იქნება ეს მიგრაცია თუ სხვა, არ შეიძლება ატარებდეს შეურაცხყოფის და მუქარის სახეს. განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი მუქარა და შეურაცხყოფა განსხვავებული აზრის მქონე სხვა მოქალაქის მიმართ.

ეს დაპირისპირება ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მარტივია დაქსაქსული საზოგადოების კონტროლი. საჭიროა, ყველა კარგად დაფიქრდეს, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა გააზრებულმა თუ გაუაზრებელმა ამგვარმა ქმედებებმა", - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში. რასაც, თავის მხრივ, აგრესიული გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.
„ვინ მისცა ჯანელიძეს უფლება ქართული საზოგადოების სახელით იმეტყველოს? ვინ არის გაღიზიანებული?! სწორედ ამის გამო არ უნდა ინიშნებოდეს არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირი სახელმწიფო პროზიციაზე!”, - წერენ facebook-ის ქართველი მომხმარებლები.