აქტუალური
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ გამორიცხავს საქართველოს გარეპოლიტიკური ვექტორის ცვლილებებს მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში

    საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას პასუხობს, რომელიც რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს შეეხება. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

თალაკვაძის თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში ნებისმიერ ვიზიტს აზრი არ ექნება, თუკი ისინი არ ჩამოდიან კონკრეტული გადაწყვეტილებით, თუ როგორ უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.თუ ვინმე ჩამოდის ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებით, მაშინ ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიციები. სხვა შემთხვევაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა რჩება იმ ვექტორზე, რომელზეც ის არის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" მოწვევით, რუსეთის დუმის დეპუტატებისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ კალაშნიკოვმა Известия-სთან განაცხადა.