სამართალი
პროექტის „არა ოჯახში ძალადობას!“ მოხალისეებმა შეხვედრები ჩაატარეს ნინოწმინდის რაიონის სოფლების გორელოვკას, სპასოვკას და ფოკას მოსახლეობასთან

     საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი.  სოფელ გორელოვკაში მოხალისეებმა ქალებს ოჯახში ძალადობის, მასთან ბრძოლის გზებისა და დაცვის მეთოდების შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს. როგორც მოხალისეებმა აღნიშნეს, ქალბატონები ხალისით შეხვდნენ მათთვის მომზადებულ ინფორმაციას.

პროექტ „არა ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში საინფორმაციო ბუკლეტები ოჯახში ძალადობის, მასთან ბრძოლის გზებისა და დაცვის მეთოდების შესახებ მოხალისეებმა ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკაშიც დაარიგეს.

ასევე ჩატარდა გამოკითხვა სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ. ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ მათი მეუღლეები არ უშლიან ქალებს სამსახურში გასვლას. პირიქით, სოფელში უმუშევრობის პრობლემა არსებობს და ქალბატონების ის ნაწილი, რომელიც მუშაობს, დასაქმებულია სკოლაში და საბავშვო ბაღში.

ბროშურები დარიგდა ასევე ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპასოვკაში. მოხალისეებმა ადგილობრივ ქალბატონებს გააცნეს ინფორმაცია - რა არის ძალადობა, ძალადობის რა ფორმები არსებობს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ძალადობას ოჯახში.