უცხოეთი
პესკოვი: განცხადებები მალოროსიის შექმნის შესახებ გასაანალიზებელია

    საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. კრემლი უკრაინაში მალორუსიის შექმნას გამოეხმაურა. რფ-ის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნულ ფაქტს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანდრე ზახარჩენკოს პირადი ინიციატივა უწოდა.

"ზახარჩენკოს განცხადება მისი პირადი ინიციატივაა. მოსკოვში ამის შესახებ მედიიდან გაიგეს. ჩვენ მინსკის შეთანმების მომხრედ ვრჩებით",- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

18 ივლისს ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ახალი სახელმწიფოს შექმნა, რომელსაც მალორუსია დაერქმევა.

ზახარჩენკოს ინიციატივას მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა.