პუბლიკაციები
ქვემო ქართლში პროექტ „არა, ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში სემინარი ჩატარდა

    საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ა.წ. 28 ივნისს, ქალაქ წალკაში შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი სკოლების პედაგოგებმა, აქტივისტი-ქალებმა, ადგილობრივი თემების, წალკის რაიონის მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სემინარზე მსმენელებს გააცნეს ინფორმაცია ქალის უფლებების შესახებ, კანონმდებლობა ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ, ასევე ძალადობის პროფილაქტიკის გზების და მსხვერპლის დახმარების შესახებ. სემინარი ჩაატარეს ალექსანდრე ნოსელიძემ («საკონსტიტუციო უფლებების დაცვის ცენტრი») და ფსიქოლოგი სოფო კუპატაძემ («ახალგაზრდა იურისტების და ჟურნალისტების კავშირი»).

29 ივნისს ქ. წალკაში ჩატარდა სემინარის მეორე ინტერაქტიული ნაწილი -
წარმოდგენა ოჯახში ძალადობის თემაზე. სპექტაკლი მომზადდა ფორუმ თეატრის ჯგუფის მიერ (ფორუმ-თეარტიეს არის ინტერაქტიული მეთოდის ერთ-ერთი ფორმაა). ფორუმ-თეატრის დასი შედგება 9 ახალგაზრდა მოყვერული მსახიობისაგან, ხელმძღვანელი ივანე ხარაშვილი.

შემოთავაზებული სპექტაკლის ფარგლებში განხილული იქნა არსებული პრობლემიდან გამოსავლის გზები,ოჯახში სხვადასხვა ფორმის ძალადობის დაღწევის მეთოდები. ინფორმაციის ასეთი მიწოდების ფორმა აყალიბებს პრობლემის გადაჭრის პოზიტიურ მიდგომას, რომელიც გამოიხატება მაყურებელთან ერთად რთული სიტუაციის მოგვარების ერთობლივ ძიებაში.