უცხოეთი
სომხეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა ბაქოსთვის რუსული იარაღის მიწოდების ფაქტს

    საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის სახელმწიფოს ლიდერი, სერჟ სარქისიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანისთვის რუსული იარაღის მიწოდების ფაქტს. უწინ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში  რუსეთისგან შეძენილი სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მარაგის კიდევ ერთი პარტია შევიდა. ხოლო წინა პარტია რესპუბლიკაში ივნისის თვეში შეიტანეს.

„ეს რუსეთისა და სომხეთის მეგობრობისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხების ყველაზე მტკივნეული ასპექტია. თუმცა მეორე მხრივ, არსებობს გარემოებები და შესაძლოა სწორედ ეს გარემოებები იყოს ჩვენთვის მიუღებელი, ხოლო მათთვის კი მისაღები“ , -
განაცხადა სერჟ სარქისიანმა ტელეკომპანია „Армения“ -ს გადაცემა "Р-Эволюция"-ში.