უცხოეთი
მოსკოვი მოაწყობს შეხვედრას ყარაბახში ომის საშიშროების პრევენციის მიზნით

   საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. რუსეთი გახდება სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრის მთავარი ორგანიზატორი. მათი შეხვედრა ამ წლის ბოლომდე ჩატარდება, იუწყება გაზეთი „Известия“.
„მოსკოვი ამ საკითხში მთავარი შუამავალი გახდა, რადგან მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეების უშიშროების ორგანიზაციისა და ევროპასთან თანამშრომლობის (ეუთოს) წევრების მცდელობამ ეწარმოებინათ მოლაპარაკება ბაქოსა და ერევანს შორის წარუმატებელი აღმოჩნდა“, - აღინიშნა სტატიაში.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს ცნობებით აზერბაიჯანისა და სომხეთის შეხვედრით მოსკოვია დაკავებული. „ფრანგები ეცადნენ ერთ მაგიდასთან დაესვათ ერევანი და ბაქო, მაგრამ ამან სარგებელი არ გამოიღო. გარდა ამისა, დიალოგის წარმოების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ არსებულ რეგიონში არ ატყდა სრულმაშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება. თუმცა, ამ ორი სახელმწიფოს ხედვა და მიზნები ჯერ კიდევ სხვა და სხვაა“, - აღნიშნა წყარომ.