რელიგია
ილია მეორე: მე არ ვიცი არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ნაცია, სადაც ხალხი ერთმანეთს ასე ეპყრობა...

    საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. პატრიარქმა მრევლს მისალმება "ემანუელის" შენარჩუნება ურჩია.

"მრავალმა ჩვენგანმა არ იცის, საიდან წარმოიშვა "ჩვენთან არს ღმერთი". ეს წერია ბიბლიაში და ებრაულად არის "ემანუელი". "ემანუელი" ნიშნავს "ჩვენთან არს ღმერთი". არ მეგულება არცერთი ქვეყანა და არცერთი ერი, სადაც ასე მიმართავენ ერთმანეთს. ამიტომ ეს მისალმება - "ემანუელი", "ჩვენთან არს ღმერთი" - ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ", - თქვა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე.