უცხოეთი
მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი აღარ მოითხოვს ასადის გადადგომას

    საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. პარიზი აღარ მოითხოვს სირიის პრეზიდენტის, ასადის გადადგომას. ძირითადი მიზანი უნდა გახდეს ტერორიზმის აღმოფხვრა, აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას პარიზში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ შევცვალეთ ფრანგული დოქტრინა სირიასთან მიმართებაში. ჩვენი ძირითადი ამოცანა ტერორისტული დაჯგუფებების აღმოფხვრაა, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი“, - განაცხადა ფრანგმა ლიდერმა.

უწინ, მაკრონმა აღნიშნა, რომ ბაშარ ასადის გადადგომა „ვეღარ გახდება წინაპირობა“ სირიაში არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად. თუმცა, ეს მისი სიტყვებით, არ ნიშნავს, რომ საფრანგეთი სირიის ლიდერის მოკავშირეა.