საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ სეზონური ვირუსის თაობაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, სოფლის მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების უფასოდ მიღებას პროექტ „სოფლის ექიმის“ ფარგლებში შეძლებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იანვრის თვეში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გრიპის სიმპტომებით 6000 პაციენტმა მიმართა, აქედან 4000 ჰოსპიტალიზირებულია. ამჟამად საქართველოში სეზონზე მიმართვის მაჩვენებელია 15 000 შემთხვევა. ლაბორატორიულად სეზონური გრიპის 90 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო 5 პაციენტი გარდაცვლილია, რომლებიც განეკუთვნებოდნენ მაღალი რისკის მქონეთა ჯგუფს. ყველა ლეტალური შემთხვევა გამოწვეულია სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებული მიმართვით.