უცხოეთი
საზღაური ნატოსთვის - რუსეთმა შეამცირა ავიარეისები „მოსკოვი - თბილისი“ -საქინფორმი

    საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ ავიარეისების რიცხვი შეუმცირა. „გაუქმებულია 4 დილის რეისი - ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას, - იტყობინებოდა ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი, - ყველაზე მთავარი ახლა ჩვენთვის ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადექვატური პასუხი გასცეს რუსეთის ქმედებებს“.

 ავიაკომპანია Georgian Airways-ში მიაჩნიათ, რომ აეროპორტ ჟუკოვსკის საკითხი არ შეიძლება რეისების შემცირების მთავარ მიზეზს წარმოადგენდეს. „რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული კომპანიისთვის მოულოდნელი იყო, -დასძინა დავითაშვილმა, - ეს, უფრო მეტად, რუსეთის პოლიტიკის ნაწილია“.

 საქინფორმი ამასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს, რომ ბატონი დავითაშვილი მართალია - რუსეთი იწყებს ადექვატური პასუხის გაცემას ყველა მტრულ მოქმედებაზე უცხოეთიდან - იქნება ეს უკრაინა, აშშ, ევროპა და ამჯერად უკვე საქართველო. ეკონომიკური სანქციები თუ სამხედრო მოქმედებები, დიპლომატიური საკუთრების ექსპროპრიაცია ანდა ანტირუსული განცხადებები, მის ტერიტორიაზე ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებასთან ერთად - ყველაფერი სარკისებურ პასუხს იღებს.

 როგორი იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში, სადაც, ს. ლავროვის განცხადების თანახმად, „ნატო მაგრდება“? რუს ტურისტებს აეკრძალებათ საქართველოს, როგორც მტრული ქვეყნის მონახულება? აიკრძალება ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში? აკრძალავს რუსეთში ქართული ღვინის, კონიაკის, მინერალური წყლებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს? გაუქმდება სავიზო შეღავათები ტვირთგადამზიდებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის? თუ საულტიმატუმო პირობებს დააწესებს „თელასის“, ენგურჰესისა და ყველა სხვა მის კონტროლქვეშ მყოფ ობიექტებზე?