პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყებამ მოსკოვში, „დომოდედოვოს“ აეროპორტში, განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
საქართველო ყოველთვის მტკიცედ გმობდა და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.