აქტუალური
"არ ვთვლით მიზანშეწონილად პირდაპირ დიალოგს რუსეთთან" - ლევან იზორია

   საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე უკანონო ქმედებებზე და, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ლავროვმა საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის სხვა ფორმატზე და მაღალ დონეზე მის წარმოებაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, დიალოგი მხოლოდ საერთაშორისო ფორმატით უნდა გაგრძელდეს.

"რუსეთი აგრძელებს ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. არ ვთვლით მიზანშეწონილად პირდაპირ დიალოგს რუსეთთან იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისკენ. აქედან გამომდინარე, ის საერთაშორისო ფორმატები, რომელიც არსებობს, ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ფორმატების ფარგლებში უნდა მოხდეს დიალოგის გაგრძელება", - განაცხადა ლევან იზორიამ.