აქტუალური
კომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვის მიმართულებით აეროპორტში ფრენები ჩვეული განრიგით შესრულდება.
„აირზენა“ მოსკოვში რეისებს ორშაბათობით არ ასრულებს, შესაბამისად, ტერაქტის დროს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისი არ ხორციელდებოდა. უპრობლემოდ მიიღო „დომოდედოვოს“ აეროპორტმა 19 საათსა და 50 წუთზე გუშინ თბილისიდან ავიკომპანია „სიბირის“ რეისიც.