აქტუალური
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა

    საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 79-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე წლის ივნისის თვეში უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. „საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერების უკანონო მონტაჟის საკითხს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის ე.წ. 
ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხზე იმსჯელეს და დააფიქსირეს, რომ დე ფაქტო პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებული ე.წ. განაჩენი არის უსაფუძვლო, სრულად პოლიტიზებული და აუცილებელია მისი უპირობო გათავისუფლება.

განსახილველ საკითხებს შორის იყო 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებულ ახალგორში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულის საქმის გამოძიების აუცილებლობის საკითხი, რომელიც 2015 წლის 4 იანვარს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.