რედაქტორისგან
“ქართველთა მარშზე” უნდა გამოვიდეს საქართველოს ყველა მოქალაქე, ეროვნების მიუხედავად! - არნო ხიდირბეგიშვილი

    “საქინფორმის” მთავარი რედაქტორის მიმართვა “ქართველთა მარშის” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომელიც 2017 წლის 14 ივლისს, 20 საათზე თბილისში, მეფე დავით IV აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება

ძმებო და დებო!
ქართველებო და არაქართველებო!
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

არცთუ დიდი ხნის წინ, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, ჩვენი საერთო სამშობლო - საქართველო - ერთიანი იყო და მასში 5 მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა, რომელთაგან დაახლოებით 1 მილიონი, ანუ 1/5 არაქართველები იყვნენ. დღეს საქართველოს მოსახლეობა ორჯერ შემცირდა - 2.5 მილიონზე ნაკლებია, საიდანაც დაახლოებით 1/5 არაქართველია.
როგორც ხედავთ, პროპორცია შენარჩუნებულია - ჩვენმა საქართველომ, არასწორი პოლიტიკის შედეგად, რომელმაც შინაომებამდე და ეკონომიკურ სტაგნაციამდე მიგვიყვანა, ქართული და არაქართული ეროვნების მოქალაქეთა პროცენტულად თანაბარი რაოდენობა დაკარგა. ევროკავშირის ქვეყნებთან ცოტა ხნის მიღებული ვიზალიბერალიზაცია ქვეყნის მოსახლეობის შემდგომ გადინებას და დემოგრაფიულ კატასტროფას გამოიწვევს.
მაგრამ საქართველო არ დაცარიელდება, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, რადგან მკვიდრი მოსახლეობის - ქართველების, რუსების, სომხების, აზერბაიჯანელების, უკრაინელების, აფხაზებისა და ოსების - ნაცვლად მას არაბები, თურქები, ინდუსები, ჩინელები და აფროამერიკელები (ასე გვიბრძანეს ზანგების მოხსენიება) გაავსებენ.
საქართველოში მასობრივ მიგრაციას სათავე პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მაშინდელმა მმართველმა პარტია “ნაცმოძრაობამ” დაუდეს, რითაც, მათი ჩანაფიქრით, ავტოქტონური მოსახლეობა საბოლოოდ უნდა ასიმილირებულიყო უსახო მასად, რომელსაც არ ექნებოდა ეროვნება, ეროვნული კულტურა, ისტორია და რელიგია, შესაბამისად - არ ექნებოდა პოლიტიკური ამბიციები და, ამდენად, რეჟიმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. მიგრანტები შეუფერხებლად ლეგალიზდებოდნენ სააკაშვილის მიერ შექმნილ იუსტიციის სახლებში, იღებდნენ საქართველოს მოქალაქეობას ან ბინადრობის მოწმობას, პასპორტს, პირადობის მოწმობას და ყველა აუცილებელ ცნობას, ცოლად ირთავდნენ ქართველ ქალებს, ყიდულობდნენ სახლებს, მიწებს და საქმიანობას იწყებდნენ, ძირითადად - ვაჭრობის, რესტორნების ან სასტუმროების მომსახურების სფეროებში.
მდგომარეობა სირიაში ომის შედეგად დამძიმდა, როდესაც საქართველოს სირიიდან, ირანიდან და სხვა არაბული თუ აფრიკული ქვეყნებიდან დევნილების ნაკადი მოაწყდა. ისევე, როგორც სააკაშვილის დიქტატურის დროს, დღევანდელი ხელისუფლებაც „სტუმართმოყვრულად“ არ ეუბნებოდა უარს მიგრანტებს ლეგალიზაციაზე - რეგისტრაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი კრიმინალი და არალეგალი იყო.

ხაზს ვუსვამ - აქ ლაპარაკი არ არის უცხოელ ტურისტებზე, სპეციალისტებზე ან შემდგარ ბიზნესმენებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა ჩვენს ქვეყანას სარგებლობა მოუტანონ და, რაღა თქმა უნდა, თვითონაც გამდიდრდნენ.

ლაპარაკია მიგრანტების უსახო ტალღაზე - “საბრალო” დევნილებზე, რომლებმაც საქართველოში შემოსვლიდან მეორე დღეს ძვირფასი ჯიპები შეიძინეს და დემონსტრაციულად დააგრიალებენ თბილისის ცენტრალურ პროსპექტებზე ჩამოწეული მინებითა და მთელ ხმაზე ჩართული ეროვნული სიმღერებით!

ლაპარაკია თბილისის ცენტრალურ პროსპექტებზე გახსნილ ჩილიმ-ბარებსა და რესტორნებზე, მინისასტუმრო-ბორდელებზე, სადაც მომსახურე პერსონალად და მეძავებად ქართველი გოგონები და ბიჭები მუშაობენ, რომლებიც პატრონებისა და სტუმრების (ასევე არაბებისა და თურქების, რადგან ადგილობრივებს იქ შესვლა აკრძალული აქვთ) ნებისმიერ სურვილს აკმაყოფილებენ!

ლაპარაკია ნებისმიერი ნარკოტიკების გამყიდველებზე და მოზარდების გამაუპატიურებლებზე, რომლებიც ჩვენს მართლმადიდებლურ ტაძრებს ბილწავენ და ჩვენი ქალაქების ქუჩებში უკიდურესად გამომწვევად იქცევიან, როგორც ბატონ-პატრონები და არა - სტუმრები!

მათ შორის, ვის სახეებსაც ხშირად ჰიჯაბი ფარავს, ვინ არის ტერორისტი, შაჰიდი ან ისლამური სახელმწიფოს დამქირავებელი, სამწუხაროდ, მხოლოდ პოსტფაქტუმ შევიტყობთ...

იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაბ მიგრანტებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა, ევროპაში კი მასობრივი საპროტესტო მარშები დაიწყო მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპელებს დღისით-მზისით აუპატიურებენ და ხოცავენ, გადაწყდა მიგრანტთა ნაკადების საქართველოში გადმომისამართება და მისი ერთგვარ “სალექარად” გადაქცევა. ევროპა უკვე უარს ამბობს თურქეთისთვის მილიარდობით დოლარის გადახდაზე, რათა მან მიგრანტები თავის ტერიტორიაზე სპეციალურ ბანაკებში შეაჩეროს და ევროპაში არ შეუშვას. ამიტომ თურქეთი მათ თანდათან “ქართულ დერეფანს” უხსნის.

ზემოდნახსენებ მიგრანტებს საქართველოსთვის მოაქვთ ქართველებისა და არაქართველების გადაშენება, გარყვნილება, პედოფილია, პროსტიტუცია და ნარკომანია, მართლმადიდებელი რელიგიისა და ქართული კულტურის გადაგვარება, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების დავიწყება - ყველაფრის, რაც საქართველოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან განასხვავებს!

ამიტომ “ქართველთა მარშით” მეორე დიდგორის ბრძოლა იწყება, რომელზეც ყველა მოქალაქე უნდა გამოვიდეს, ვისთვისაც საქართველო ძვირფასია!

მე - მართლმადიდებელი ვარ, ამიტომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებ, ამას ჩემი რელიგია მიკრძალავს, მიგრანტებისგან განსხვავებით, რომელთა რწმენა თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ქრისტიანების მკვლელობისკენ მოუწოდებს, როგორც უდიდესი მადლისკენ! მაგრამ მრავალეროვანმა ქართველმა ხალხმა ხვალ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პატრიოტებს, რომელთა წყალობით ხელისუფლებას კონსტიტუციაში შეაქვს ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განმარტება; დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის ეროვნულ დღესასწაულად აღნიშვნა; უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა! აი, ერთსულოვნად რატომ აღდგა ახალი კონსტიტუციის პროექტთან საბრძოლველად საქართველოს ყველა მტერი - ოთხი ფაშისტური პარტია - ორი ნაციონალების და ორიც რესპუბლიკელების, დივერსიული არასამთავრობოები, ლგბტ და სააკაშვილის შოვინისტური ტელეარხი “რუსთავი 2”, დონ მარგველ,  ხიდაშელი და მისი ცოლი უსუფაშვილი, “მდიდარი სექსის” პროპაგანდას რომ ეწევიან, და მთელი დანარჩენი უწმინდურება, რომელიც პედერასტებს, ნარკობარიგებს “კრიშავს” და ნარკოტიკების ლეგალიზაციას უჭერს მხარს!

“ქართველთა მარშის” გარეშე საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და დანაშაულებრივი პროპაგანდისტული ტელეარხის დახურვაც კი არ ძალუძს - „რუსთავი 2“-ის, რომელიც ყოველდღე მოუწოდებს სახელმწიფო გადატრიალების, სხვაგვარად მოაზროვნეებთან ანგარიშსწორებისა და რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან ომისკენ - მიგრაციის ტალღის შეჩერებას მითუმეტეს ვერ შეძლებს! საქართველოსა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ დღეს ხომ მთელი მსოფლიოს გლობალისტები და ლიბერტარიანელები იბრძვიან, რომლებსაც ქართველ ხალხლიბერასტებს უძახის!

ამიტომ მივმართავ “ქართველთა მარშის” ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს: საქართველოს ბედი დღეს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩვენს ხელშია! სანდრო ბრეგაძე მართალია - ან ისინი, ან ჩვენ, მესამე გზა არ არსებობს!

  1. ყველა იმიგრანტმა, რომელიც საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩამოვიდა, შემოწმება უნდა გაიაროს. ეს განსაკუთრებით ეხება იმიგრანტებს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან, რომელთა შორის ბევრი კრიმინალი და ბოევიკია - ტერორისტები, რომლებიც სწორედ ამიტომ არ შეუშვეს გერმანიასა და საფრანგეთში.
  2. გარკვეული საქმიანობის არმქონე იმიგრანტები ან ისინი, ვინც უკანონო საქმიანობას ეწევა, დაუყოვნებლივ უნდა იქნენ დაკავებული და საქართველოდან დეპორტირებული/გაძევებული. საქართველოს მოქალაქეობა და საბუთები, თუ მათი მიღება მოასწრეს, უნდა გაუქმდეს!
  3. ახალ მიგრანტებს საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოს, როგორც აშშ-ში.
  4. საქართველოში, როგორც ისრაელში, ყოფნის უფლება უნდა ჰქონდეთ დასაქმებულ უცხოელებს, რომლებსაც ქართული სახელმწიფოსთვის სარგებლობა მოაქვთ, სპეციალისტებს, რომლებიც აქ უძრავ ქონებას იძენენ, სახელმწიფო ბიუჯეტში ფული შეაქვთ და შემთხვევით გასამრჯელოზე არ არიან დამოკიდებული.

ხვალ მთელი საქართველო აღმაშენებლის გამზირზე უნდა დაეტიოს!
მრავალჟამიერ!
ჩვენთან არს ღმერთი!
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 13 ივლისი
საქართველო, თბილისი