აქტუალური
ირაკლი კობახიძე - "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება

    საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის" წევრების რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს არის პარტიული ვიზიტი და მას, ბუნებრივია, ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან.

“ეს ვიზიტი არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მმართველი გუნდის მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ხაზთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით ამ ვიზიტს. თუმცა, ეს არის პარტიული ვიზიტი, ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება, თვითონ დაგეგმოს საკუთარი ვიზიტები, პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.