საზოგადოება
ჩვენ არ ვაპირებთ უკან დაბრუნებას - არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე

    საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციური პროექტის პარლამენტში მეორე მოსმენაზე დაბრუნებას არ აპირებს, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კოლეგებს ურჩევს, ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა დათმობაზე არიან მზად და გადაწყვეტილება წერილობით და საჯარო განცხადების სახით მიაწოდონ.

„მზად ვართ, რომ დიალოგი გავაგრძელოთ პოლიტიკურ პარტიებთან. შემოდგომამდე გვაქვს დრო და ველოდებით ოპოზიციისგან უფრო კონკრეტულ დღის წესრიგს. ჩვენ გვაინტერესებს, რა შემთხვევაში დაუჭერენ ისინი ახალ კონსტიტუციას მხარს საშემოდგომო სესიაზე, ან მოგვწერონ, ან საჯაროდ გვითხრან. მე გითხარით, რომ უკან დაბრუნებას ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ნაბიჯები გადავდგათ წინ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.