პოლიტიკა
„ეს არის ერთგვარი მახე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის!“ - კახაბერ ქემოკლიძე

    საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 79-ე შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართული და ოსური მხარეების, რუსეთის ფედერაციის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენლები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ვითარებიდან გამოსავლად მხოლოდ სადემარკაციო სამუშაოებს მიიჩნევს:

დეფაქტო ხელისუფლების ხედვა აქამდე იყო შემდეგი, რომ აუცილებელია .. სადერმარკაციო სამუშაოების წარმოება და მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესის შედეგად იქნება პრობლემა დარეგულირებული. ეს არის საკითხის უკიდურესი პოლიტიზაციის მცდელობა, გარკვეულწილად, ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ დაგებული ერთგვარი მახე. ამ მახეში ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავიგდოთ თავი.

ჩვენი ხედვა არის ძალიან მკაფიო - უნდა ვიმუშაოთ ჩვენს ოპონენტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ვინც შეხვედრაში მონაწილეობს, რომ საკითხები განხილულ იქნ წმინდა წყლის პრაგმატულ, პრაქტიკულ ჭრილში,  - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.