აქტუალური
გალში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო

    საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. გალში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო. ე.წ. ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირზე,  ვინც გალში 1999 წლის ოქტომბრიდან ან 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს. ე.წ. ბინადრობის მოწმობის მისაღებად საჭიროა:

. განაცხადი
. ცნობა საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის წევრების შესახებ
. დაბადების მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ქართულიდან რუსულ ენაზე
. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ფორმა №9 და უცხო ქვეყნის პასპორტი)
. ფოტოსურათი 4x6 - 2 ც
.  გადახდის ქვითარი
. 940 რუბლი
. თითის ანაბეჭდის აღება.

შემოწმების პროცესი 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება. საბუთების ჩაბარების შემდეგ ფორმა № 9-ის მოქმედების ვადა 2 თვით ხანგრძლივდება, ვიდრე პირს ე.წ. ბინადრობის მოწმობას დაუმზადებენ.

ვისაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს, ე.წ. ბინადრობის მოწმობით ენგურის გავლით მიმოსვლას თავისუფლად შეძლებს. ე.წ. ბინადრობის მფლობელს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ე.წ. აფხაზური პასპორტის მქონეს აქვს.

პირველი იანვრიდან დღემდე გალში 36 ე.წ. აფხაზური პასპორტია გაცემული.