აქტუალური
"პატრიოტთა ალიანსს" და "თავისუფალ საქართველოს", შესაძლოა, მერობის საერთო კანდიდატი ჰყავდეთ

    საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. "პატრიოტთა ალიანსისა" და "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებმა დღეს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. შესაძლოა, მათ დედაქალაქის მერობის საერთო კანდიდატი ჰყავდეთ.

"ჩვენ გვყავს თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ ამის მიუხედავად, მზად ვართ, გავითვალისწინოთ ის წინადადებები, ინიციატივები, რასაც ოპოზიციური პარტიები გვთავაზობენ. მაგალითად, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ იმაზე, ოპოზიციურ პარტიებს გვეყოლება თუ არა საერთო კანდიდატი. შესაძლოა, ეს კანდიდატი იყოს ჩვენი წარმომადგენელი და ოპოზიციურმა პარტიებმა მას დაუჭირონ მხარი. შესაძლოა, იყოს ნეიტრალური კანდიდატი, შესაძლოა, იყოს სხვა პარტიის კანდიდატი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ქალაქს სჭირდება მერი, რომელიც იზრუნებს არა საკუთარი პარტიის ინტერესებზე, არამედ საცობებზე, მახინჯ მშენებლობებზე, ეკოლოგიაზე", - აღნიშნა კახა კუკავამ.