პოლიტიკა
“სახელმწიფო უწყებებს აქვთ ძალიან მკაფიო დისკრეცია, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ისინი ამას ახორციელებენ, როდესაც ამის საჭიროება დგება

    საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. "ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ტურისტების რიცხვი გაიზარდოს. ყველა ქვეყანაში არსებობს იმიგრაციის და ნატურალიზაციის სამსახურები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იღებენ უარის გადაწყვეტილებას. ასეთი შემთხვევები ერთეულია და არცერთ შემთხვევაში, არცერთ ქვეყანაში ასეთ უწყებებს არ აქვთ ვალდებულება, ისაუბრონ კონკრეტულ მიზეზებზე, რატომ ითქვა უარი ამა თუ იმ მოქალაქის შემოსვლაზე.

საქართველო არის ძალიან ლიბერალური ამ მიმართულებით და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების მიმართულებით არსებული დადებითი დინამიკა, რომელიც გაგვაჩნია. ამისთვის ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ მივესალმებით ტურისტებს ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპიდან, აშშ-დან, აზიიდან და .. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო უწყებებს აქვთ ძალიან მკაფიო დისკრეცია, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ისინი ამას ახორციელებენ, როდესაც ამის საჭიროება დგება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ინდოეთის მოქალაქის არ შემოშვების საკითხის კომენტირებისას.