პუბლიკაციები
ევროკავშირი წინასწარ დაეთანხმა სასაზღვრო ბანერების განთავსებას ტერიტორიაზე, რომელსაც ევროკავშირი ქართულად არ მიიჩნევს! - საქინფორმის ვერსია დადასტურდა

     საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 6-18 მაისს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სტრუქტურების უფლებამოსილი წარმომადგენლები - ამიერკავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ევროკავშირისაგან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ეუთოსაგან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე გაეროსაგან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩავიდნენ, თანაც არა საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, რაც, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, დანაშაულია და ისჯება ჯარიმით 3 ათას დოლარამდე ან პატიმრობით 4 წლამდე ვადით.

 ვიზიტის განმავლობაში მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებს "თავიანთ კოლეგებს", "პრეზიდენტებს", "მინისტრებს" უწოდებდნენ, ულოცავდნენწარმატებით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებას”, რის შედეგადაც დაიკავეს ეს "მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობები" და მადლობას უხდიდნენ  საქართველოსთან "კარგად კეთილმოწყობილი საზღვრის დათვალიერების შესაძლებლობისთვის". გარდა ამისა, დაჰპირდნენ, რომ აიძულებდნენ "ქართულ მხარეს", აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ დიპლომატთა წარმომადგენლობითმა დელეგაციამ მშვენივრად იცის, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ნებისმიერი ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიან სუბიექტებად - მისგან განცალკევებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მათ აღიარებას ნიშნავს.

საქინფორმმა მაშინ გამოთქვა ვერსია, რომ დასავლეთი აიძულებს ოფიციალურ თბილისს, რაც შეიძლება სწრაფად აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რათა საქართველო ნატოში მიიღონ.

და აი, დღეს, 2 თვის შემდეგ, მეორედ დადასტურდა, რომ ევროკავშირმა დე ფაქტო უკვე აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. სამხრეთ ოსეთის მხრის განცხადებით, სასაზღვრო ბანერები დაიდგა არა 2017 წლის 4 ივლისს, არამედ ჯერ კიდევ 19 ივნისს, “ და ამის შესახებ უეჭველად ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რომელმაც შემდეგ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ბანერები საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსებულა”. თუმცა ქართულ მედიაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალური განცხადებაც კი დაამახინჯეს. მაგალითად, ირაკლი ორაგველიძის ინფორმაციაში (“ეხო კავკაზა”, 04.07.2017) მისიის განცხადებიდან გაქრა ფრაზა “…ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს, ადგილზე, რომელიც საქართველოს მთავრობის კონტროლქვეშ არ იმყოფება”.

ამით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს მტრებმა - ორმა პარტია “ნაცმოძრაობამ”, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა და მათმა მსგავსებმა - ახალ ბანერებთან 8 ივლისს სპექტაკლი მხოლოდ 14 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ქართველთა მარშის” საპირწონედ მოაწყვეს.

მეტიც, სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებაში დასტურდება, რომ ევროკავშირმა სასაზღვრო ბანერების განთავსების შესახებ ჯერ კიდევ 2017 წლის თებერვლიდან იცოდა, როდესაც სამხრეთ ოსეთის მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ რამდენიმე შეხვედრაზე შესთავაზა, “ერთობლივად მოენიშნათ საზღვრის გავლის ხაზი ამ რაიონში, რათა ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული ყოფილიყო სახნავი მიწის ამა თუ იმ ნაკვეთის კუთვნილების თაობაზე, მაგრამ ქართულმა მხარემ ეს წინადადება უგულებელყო”.