აქტუალური
საქართველოსა და სომხეთის საზღვრების დემარკაციის პროცესი დასრულდა

   საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. როგორც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები იუწყებიან,  2017 წლის 1 სექტემბრისთვის ეს პროცესი ოფიციალურად დასრულდება. 

ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიად აქამდე ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი სახელდებოდა. ახალი დადგენილებით კი იგი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად აღმოჩნდება, ისევე, როგორც არპის ნაციონალური ტყე-პარკი.
სომხეთ-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისია 1994 წლიდან მუშაობს და შეხვედრები ამ დროის მანძილზე თბილისსა და ერევანში იმართებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს მხოლოდ ერთ მეზობელთან აქვს საზღვარი დემარკირებული და ეს თურქეთია.
ყველაზე პრობლემურ საკითხად კი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გავლებული საზღვარია აღიარებული.
დღემდე აზერბაიჯანთან სადავოდ რჩება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც.