უცხოეთი
TACC: სამხრეთ ოსეთი იმედოვნებს მიიღოს „გაზპრომისგან“ 2.5 მილიარდ რუბლზე მეტი

   საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთი გეგმავს, მომავალი წლისთვის წამოიწყოს ფართომაშტაბიანი გაზიფიკაცია, რომელშიც „გაზპრომი“ აპირებს 2.5 მილიარდი რუბლის ინვესტირებას. შესაბამისი შეთანხმება მიღწეულ იქნა ხუთშაბათ დღეს, მოსკოვში, სადაც რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და „გაზპრიმის“ თავმჯდომარე, ალექსეი მილლერი შეხვდნენ.

„ჩვენ მოვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაცია აუცილებელია.
სწორედ ამიტომ, წელს დამზადდება მთელი დოკუმენტაცია, ხოლო სექტემბერში მთავრობა ხელს მოაწერს „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას. რის შემდეგაც დაიწყება რესპუბლიკის გაზიფიკაცია.", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. 

რესურსი:

http://tass.ru/ekonomika/4393613