აქტუალური
სტრასბურგში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევრონესტის თანათავმჯდომარეს რებეკა ჰარმსს შეხვდა

   საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ებეკა ჰარმსმა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

აღინიშნა, რომ საქართველოს, მის ევროპულ მისწრაფებებს მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს და ამაზე, ბუნებრივია, ინტენსიურად მიდის საუბარი იმისთვის, რომ სხვადასხვა ასპექტში გაიშალოს ეს თანამშრომლობა.

ასევე, საუბარი იყო მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე. ფაქტია, რომ ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული მთლიანი პროცესი. ყველა მხარე მოუწოდებს, რომ ოპოზიციის მხრიდანაც იყოს კონსესუსისკენ გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რომ მართლაც შედგეს კონსესუსი და არა საუბარი ულტიმატუმების ფორმით.

ცალსახაა, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მოწონებულია და ძალიან დადებითად არის აღქმული“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ევრონესტის თანათავმჯდომარესთან შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.