უცხოეთი
მთავრობამ გაახანგრძლივა სავაჭრო ემბარგო ქვეყნებზე, რომელთაც რუსეთს სანქციები დააკისრეს

   საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდება რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვა.
რუსეთზე სანქციების დამაკისრებელ ქვეყანათა რიცხვში შედის: აშშ, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირის ქვეყნები და უკრაინა.

ევროსაბჭომ 28 ივნისს  მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება რუსეთზე დაკისრებული ეკონომიკური სანქციების ნახევარი წლით გახანგრძლივება. რომლებიც მოქმედებას ასრულებდნენ 2017 წლის ივლისის ბოლოს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 30 ივნისს დასავლეთის საპასუხოდ ხელი მოაწერა რუსეთის მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებზე საკუთარი სანქციების დაწესების განკარგულებას, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.