საზოგადოება
უგულავას 8–ლარიანი შეღავათი

doctorთბილისის №1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ექიმებს თბილისის მერი გიგი უგულავა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ესტუმრნენ და დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი გააცნეს, რომლის მიხედვითაც გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასო იქნება.

თბილისის მოსახლეობას 60 პოლიკლინიკა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოემსახურება, პროექტი კი იანვრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით იმოქმედებს.

ოჯახის ექიმთან, პირველადი სამედიცინო დახმარება პოლიკლინიკაში ოფიციალურად 8 ლარი ღირს, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი თანხაა, მაგრამ საგრძნობლად მაღალი ფასებია წამლებზე და ამბულატორიულ მომსახურებაზე, რომელიც გრიპის გართულების შემთხვევაში გარდაუვალია. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, უბრალოდ, ანკეტის გახსნა 60 ლარი ღირს, რომლის გარეშეც პაციენტს კლინიკაში არ იღებენ , ამას შემდეგ, რა თქმა უნდა, ის თანხაც ემატება, რამდენიც მკურნალობა ჯდება. მედიკამენტების ფასები კი, რომელიც ვირუსის დროს ადამიანს ესაჭიროება, მინიმუმ 8 ლარიდან იწყება.