აქტუალური
ოპოზიცია ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს

   საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. 5 ივლისს თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა კონფერენცია კონსტიტუციური რეფორმის შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა.

შეკრებილ საზოგადოებას ოპოზიციის შემოთავაზებები და მოსაზრებები „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახაკუკავამ გააცნო. ამ ეტაპზე კონსენსუსი მხოლოდ ერთ არსებით საკითხზეა მიღწეული (საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა). რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების სისტემის და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის საკითხებს - კონსენსუსი მიღწეული არ არის.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია კონსტიტუციის ცვლილებისას პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პოლიტიკურ პარტიებთან ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.

ოპოზიციურმა პარტიებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, რათა მესამე მოსმენისთვის მივიღოთ ცვლილებების კომპრომისული პროექტი.