საზოგადოება
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის ძმა მიმართვას ავრცელებს

   საქართველო, 5 ივლისი, ქინფორმი. სოსო ოსორაულის ძმა მოუწოდებს მოქალაქეებს, 7 ივლისს, 19 საათზე შეიკრიბონ გმირთა მოედანზე და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატონ მხარდაჭერა და სოლიდარობა კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მიმართ.

"ჩვენ ყველას გვაერთიანებს საქართველო, რომელსაც ჯარისკაცი იცავს. ამიტომ გთხოვთ, 7 ივლისს, 19 საათზე შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე სანთლებით ხელში თითოეული მოქმედი და მომავალი ჯარისკაცის გამო. ჩვენი მდუმარე შეკრებით ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ თითოეული ჯარისკაცი, საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია სამშობლოსთვის", - აცხადებს გიორგი ოსორაული ვიდეომიმართვაში.