სამართალი
შსს-მ „კანონიერი ქურდი“ დააკავა

   საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ  დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი .. კანონიერი ქურდობის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხ.ხ. 2014 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში 
აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ბრალდებული 2014 წლიდან საბერძნეთის 
რესპუბლიკაში იმყოფებოდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდულ 
გარჩევებში“.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 
223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).