უცხოეთი
საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. უმაღლესი რადას დეპუტატმა ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“ სერგეი ლეშჩენკომ შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ტელეარხ ZIK-ის ეთერში გააკეთა.
„არსენ ავაკოვი ემზადება ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვისაც. თავად შს მინისტრი პრემიერ-მინისტრობისთვის ემზადება“, - აღნიშნა ლეშჩენკომ.
მისი თქმით, ავაკოვის გარშემო ჩამოყალიბდა „ნახევრადკრიმინალური დაჯგუფება“, სადაც გაერთიანებულნი არიან ნასამართლევი ჩინოვნიკები.