უცხოეთი
“რუსეთი აზერბაიჯანს აწვდის იარაღას, პირველ რიგში კომერციული მოგების მიზნით“

   საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. Vesti.Az-ის გადმოცემით, პირველ ინფორმაციულთან საუბრისას, ასე დააკომენტარა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება რუსული იარაღის ახალი პარტიის შემოტანის თაობაზე, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე ხრამჩიხინმა. „რუსეთისთვის ეს, პირველ რიგში, კომერციული გარიგებაა“. აზერბაიჯანი იხდის მთლიან საფასურს, ხოლო რუსეთი ამ თანხას, შესაბამისად, იღებს. „ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს სიტუაციაზე, ანუ სხვა გვარად, რომ ვთქვათ აზერბაიჯანი ყიდულობს იარაღს, რითაც უფრო ძლიერდება“ , - განაცხადა ა. ხრამჩიხინმა. ექსპერტის სიტყვებით, რუსეთმა აზერბაიჯანთან რამდენიმე წლის წინ დადებული ხელშეკრულება შეასრულა.

 სასომხეთმა რუსეთისგან მიიღო „ისკანდერი“-ს კომპლექსი. „რაც ფაქტობრივად, ექსკლუზივია. ასეთ იარაღს არ ფლობს არც ერთი სხვა სახელმწიფო გარდა რუსეთისა და სომხეთისა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სომხეთს ეს იარაღი არ გადაუხდია სრული საფასური. ისკანდერის რაკეტებს შეუძლიათ მიაღწიონ ნებისმიერ წერტილს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ამრიგად, რუსეთმა რესურსების კომპენსირება მოახდინა აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების თვალსაზრისით. აზერბაიჯანი აშკარად ემზადება ომისთვის. იმ ომისთვის, რომელიც მას ყარაბაღს დაუბრუნებს.