უცხოეთი
ისრაელის პოლიტოლოგი - ავიგდორ ესკინი ეწვია მთიან ყარაბაღს

   საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი.  ცნობილი პოლიტოლოგი და საზოგადო მოღვაწე, ავიგდორ ესკინი 27 ივნისს ეწვია მთიან ყარაბაღსა და იქ მყოფ პარლამენტის დეპუტატებს. (არცახის რესპუბლიკას, როგორც ეს სომხეთის ანალიტიკურმა პორტალმა voskanapat.info აღნიშნა).
„მე ჩამოვედი აქ, არა მხოლოდ იმისათვის, რომ რაღაც მოვყვე, არამედ იმისათვის, რომ შევისწავლო.
სომეხი ერი, რომელმაც კაცობრიობას აჩუქა არაერთი გამოჩენილი პიროვნება, იმსახურებს ყურადღებასა და პატივისცემას. ამ გამოცდილების მნიშვნელობა უნდა გააცნობიეროს მთელმა მსოფლიომ“, - განაცხადა ესკინმა. მან ასევე ხაზი გაავლო თავის მეგობრულ კავშირს სომეხ ერთან, რის შემდეგაც, აღნიშნა, რომ ესტუმრა არცახს, რათა ახლოს გაეცნო რეგიონი, შემდგომ კი გაეზიარებინა შთაბეჭდილებები თავის თანამემამულეებთან.