რელიგია
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა

   საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გავრცელდა. მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილების მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მას მიეღო გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით.

„ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, რომ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მისი საკითხი გადაეცეს წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ლოცვითა და სასოებით ველოდებით, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაუბრუნდება სამღვდელო დასს,“
- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მეუფე დიმიტრის სახელით გავრცელდა.