საზოგადოება
„სოლიდარობის ფონდის“ ანგარიში

   საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. 400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის წამყვან კლინიკებში – დაარსებიდან 3 წლის თავზე „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობა შეაფასა და მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლის გადასარჩენად თანხა გაიღო. პრემიერ–მინისტრის თქმით, „სოლიდარობის ფონდმა“ ადამიანების დასახმარებლად მოქალაქეების გაერთიანების უპრეცედენტო გამოცდილება შექმნა. პრემიერ–მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეების სოლიდარობის ძალისხმევით ფონდის საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

„სოლიდარობის ფონდის“ იდეის გარშემო უკვე გაერთიანებულია 700-ზე მეტი საჯარო სამსახურის 60 000-ზე მეტი თანამშრომელი, 70 ორგანიზაცია და 53 სტუდენტური თვითმმართველობა, რომელთა სოლიდარობის შედეგად ფონდში 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება მოხდა.