აქტუალური
ევროსაბჭო "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" სპეციალურ რეზოლუციას მიიღებს

   საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. გადაწყვეტილებას ევროსაბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი და ის რეზოლუციის სახეს მიიღებს.

აღნიშნული საკითხი ქართული დელეგაციის მიერ იყო ინიცირებული. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში ევროსაბჭოს დიდი ხანია, არ მიუღია.

ჩუგოშვილის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის გააქტიურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ქართული მხარე ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან ინფორმაციას ვერ იღებს.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით 26-30 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს.