პოლიტიკა
პოროშენკოს ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს

   საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. პეტრო პოროშენკოს ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

"უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც განიხილება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ეს თემა წინასწარ დღის წესრიგში არ არის გათვალისწინებული და თავად მარგველაშვილი ამ თემის წამოწევას არ გეგმავს", - განმარტა მიშველაძემ.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში, სავარაუდოდ, ივლისის მეორე ნახევარში ჩამოვა.