აქტუალური
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება

   საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. როგორც ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა დღეს ხელისუფლება სიძულვილის პოლიტიკას ახორციელებს, რის დასრულებასაც "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს. მისივე თქმით, დღეს კონფლიქტების რკალით გარშემორტყმულ საქართველოს ერთად დგომა სჭირდება.

დღეს ჩვენ აქ მოვედით, რადგან თბილისი და საქართველო კვლავაც იმყოფება უდიდეს გამოწვევათა წინაშე. დღეს აქ მოვედით, რათა ერთად დავიწყოთ მოძრაობა უიმედობის, სიღარიბის და მიუსაფრობის, ნეპოტიზმის და კორუფციის დასამარცხებლად. 5 წელია, ხელისუფლება თესავს სიძულვილს, თუმცა, ჩვენ გვინდა თბილისი სიძულვილის გარეშე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ბრძოლა საქართველოს ბიძინა ივანიშვილისგან გადასარჩენად თბილისიდან დაიწყება.