საზოგადოება
რამაზ სამხარაძეს დღემდე ეთიკის ქარტიის საბჭოში სარევიზო კომისიის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. ხმაურიანი განცხადების გაკეთებისთანავე რამაზ სამხარაძემ დარბაზი დატოვა. მის გამოსვლას ქარტიის საერთო კრებაზე ხმაური მოჰყვა. „ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს პოზიციას დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა სამხარაძემ.
რადიო „ჰერეთის“ ხელმძღვანელმა არ დაასახელა, კონკრეტულად რომელი ახალი წევრია მისთვის მიუღებელი, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი.